დიდი მოლოდინებით აღსავსე არ ვარ, თუმცა მაინც ყურადღებით დავაკვირდები რა შეიძლება შეცვალოს ერთი ირაკლის მეორეთი ცვლილებამ –

მმართველ გუნდში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს მათი ოპონენტები ეხმაურებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მომავალი პრემიერის ირაკლი კობახიძის თანამდებობების გაცვლით, ქვეყანში არსებული რეალობა არ შეიცვლება.
“რა უნდა შეიცვალოს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ორივე მათგანი, ორივე ირაკლი „ქართული ოცნების“ საკმაოდ მაღალ თანამდებობის და გავლენიან პირებს წარმოადგენენ დიდი ხნის განმავლობაში და ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვერ შეგვიტყვია რაიმე განსაკუთრებული სურვილი ამ ადამინების, რომ განსხვავებული ინტერესები გააჩნდნენ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე დიდი მოლოდინებით აღსავსე არ ვარ, თუმცა მაინც ყურადღებით დავაკვირდები რა შეიძლება შეცვალოს ერთი ირაკლის მეორეთი ცვლილებამ”, – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს