დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა გასაჯაროვდება

დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა გასაჯაროვდება
დღეს, 31 აგვისტოს, დაბა შაუმიანში დაგეგმილია გამოფენის – “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები – სოფელი კეხვი” გახსნა.
გამოფენა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის შედეგია და მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, კერძოდ, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის შედეგების წარდგენას.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო და ტექსტუალური მასალა დამთვალიერებელს მისცემს საშუალებას გაეცნოს სოფელ კეხვის მდიდარ მემკვიდრეობას, მის წარსულს, დღევანდელ რეალობას და მოისმინოს კეხველების სიტყვებით მოთხრობილი ისტორიები სოფლის ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მის შემდგომ.
გამოფენა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.
გამოფენა მოძრავია, თავდაპირველად ის ქალაქ გორში გაიხსნა. მისი ნახვა 7-21 აგვისტოს გორის ხელოვნების სახლში იყო შესაძლებელი.
გამოფენის გახსნა შაუმიანში გაიმართება 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, შაუმიანის სათემო განათლების ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ გამოფენის გარდა, დევნილთა თემთან მუშაობის ფარგლებში მომზადდა ვიდეო ჩანახატები, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, თითოეული მათგანი ეძღვნება ოკუპირებული სოფლის – კეხვის ტრადიციებს, ჩანახატები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.youtube.com/watch?v=gI_dGLz0hxg&list=PLwKlxRoJGqUGzc7quoo4uGP46_v2xw ESr&ab_channel=BlueShieldGeorgia

ასევე დაგაინტერესებთ