დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს პრობლემების დაძლევას

ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოს წინააღმდეგ მუდმივ შანტაჟს ოთხი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ეფექტი და ასე იქნება ახლაც.
„ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება. საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შანტაჟი გასული ოთხი წლის განმავლობაში არ იყო ეფექტიანი და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით. ასეთი დისკუსიები წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები