დიდი თეატრის ხელმძღვანელად პუტინისტი, ევროპაში სანქცირებული ვალერი გერგიევი დანიშნეს

დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რუსი დირიჟორი ვალერი გერგიევი დაინიშნა.
გერგიევი კრემლის პოლიტიკისა და ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია. 2008 წელს, აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, დირიჟორმა ცხინვალში გამართა კონცერტი. 2022 წელს, ომის მხარდაჭერისთვის მუსიკოსს აეკრძალა ლატვიაში შესვლა, მ გერგიევი არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა, ასევე დირიჟორს ჩამოართვეს შვედეთის სამეფო მუსიკალური აკადემიის ჯილდო.
განვლილი 10 წლის განმავლობაში დიდი თეატრის ხელმძღვანელი ვლადიმირ ურინი იყო, რომელმაც უკრაინაში რუსული ინტერვენციის წინააღმდეგ მიმართულ წერილს მოაწერა ხელი.
“არის რისკი, რომ დიდი თეატრი უფრო აქტიურად ჩაერთვება პროპაგანდისტულ საქმიანობაში. ჩემი აზრით ურინი ახერხებდა ასეთი სიტუაციებიდან თავის დაღწევას, ახლა რაღაცები გაცილებით უფრო ღიად გაკეთდება”. – ამბობს ერთ-ერთი თეატრალური ექსპერტი.
გერგიევი პარალელურად მარიინის თეატრის ხელმძღვანელიც არის. ერთ-ერთი მუსიკალური ექსპერტის თქმით გერგიევმა “არას” თქმა არ იცის და იმდენ თეატრს უხელმძღვანელებს ერთდროულად, რამდენსაც შესთავაზებენ.