დიდი ვაჭრობა უკრაინის საკითხის ირგვლივ ჯერ კიდევ წინაა და ზელენსკის ახლა, უბრალოდ, დიპლომატიური პაუზა სჭირდება

დიდი ვაჭრობა უკრაინის საკითხის ირგვლივ ჯერ კიდევ წინაა და ზელენსკის ახლა, უბრალოდ, დიპლომატიური პაუზა სჭირდება
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დასავლურ მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამშვიდობო გეგმის განხილვაზე დათანხმდა.
დავით ქართველიშვილის თქმით, დიდი და გარდაუვალი ვაჭრობა უკრაინის საკითხის ირგვლივ ჯერ კიდევ წინაა და ზელენსკის ახლა, უბრალოდ, დიპლომატიური პაუზა სჭირდება.
„დიახ, „გეგმის განხილვაზე” დათანხმდა და არა გეგმის 28 პუნქტის შესრულებაზე, რასაც, ამ ეტაპზე, არასდროს დათანხმდება. დიდი და გარდაუვალი ვაჭრობა უკრაინის საკითხის ირგვლივ ჯერ კიდევ წინაა და ზელენსკის ახლა, უბრალოდ, დიპლომატიური პაუზა სჭირდება.
ეს ე.წ. „ტრამპის გეგმა“ წარმოადგენს -ის მცდელობას, სწრაფად გააჩეროს ომი იმ პირობებით, რომლებიც ყველაზე მეტად აწყობს ვაშინგტონს და ნაწილობრივ – მოსკოვს. დოკუმენტი ითვალისწინებს ფრონტის აქტუალური ხაზის დაფიქსირებას, დაკარგული ტერიტორიების ფაქტობრივ აღიარებას, უკრაინის უარს ნატოში შესვლაზე, მისი არმიის სერიოზულ შემცირებას და სთვის სანქციების ნაწილის მოხსნას.
ზელენსკი ამ პირობებს არ დათანხმებულა. კიევმა მხოლოდ გამოთქვა მზადყოფნა დოკუმენტის განხილვაზე და ისიც მხოლოდ იმ პუნქტების, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობასა და თავდაცვით შესაძლებლობებს არ ეხება. ტერიტორიული დათმობები, ნატოზე საბოლოო უარი და არმიის მკვეთრი შეზღუდვა ზელენსკის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ევროპა ამ გეგმას მძიმე „აღშფოთებული შეშფოთებით” შეხვდა: ის პროცესიდან მთლიანად გამორიცხულია და ხედავს პირდაპირ საფრთხეს, რომ რამდენიმე წელში ახალი ომი დაიწყება – ამჯერად, სულ ცოტა, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის წინააღმდეგ. კი გეგმას პოზიტიურად უყურებს, რადგან ის მის პოზიციებს, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, მხოლოდ ამყარებს.
რეალურად, ეს არ არის „სამშვიდობო შეთანხმება“, რომელიც (ვიმეორებ) ჯერ კიდევ წინაა და ჩემი არასაექსპერტო პროგნოზით, 2026 წლის გაზაფხულისთვის უნდა მომწიფდეს. ამ ეტაპზე, ეს არის დიდი სავაჭრო პროცესის დასაწყისი – აშშ-ს, რუსეთსა და ს შორის. ზელენსკი ამ მოლაპარაკებებში შევიდა, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდა, მაგრამ ულტიმატუმის ტიპის პირობების მიღება მას არ შეუძლია – ეს მისთვის „ჰარაკირის” ტოლფასი იქნება და ქვეყნის შიგნიდან დაშლას გამოიწვევს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა

თუკი რომელიმე ელჩს სურს, რომ ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა – შეხვდეს, მაგრამ ის ასევე შეეგუოს, რომ ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია