“ჩვენ უკრაინაში ომის დასრულების გზას დავადექით,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.
მისივე თქმით, არავინ იცის, რა ეწერება უსაფრთხოების შეთანხმებაში, მაგრამ უსაფრთხოების შეთანხმება აუცილებლად იქნება.
„მე არ მაქვს ვადები (დედლაინები).არავინ იცის, რა ეწერება უსაფრთხოების შეთანხმებაში, მაგრამ უსაფრთხოების შეთანხმება იქნება, ეს იქნება ძლიერი შეთანხმება.“ „დიდი ეკონომიკური სარგებელი უკრაინისთვისაც არსებობს. მათ ბევრი რამ აქვთ აღსადგენი და იქ დიდი სიმდიდრის დაგროვებაა შესაძლებელი. პოტენციურად, მათ უზარმაზარი სიმდიდრე გააჩნიათ.“- ამბობს ტრამპი.
წყარო: ალფა სიხშირე / alpha frequency




