2025 წლის ივნისში, დიდი დიღომი (715 ბინა) და საბურთალო (474 ბინა) თბილისის უბნებს შორის გაყიდული ბინების რაოდენობით ლიდერობას ინარჩუნებს. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის თანახმად, კრწანისში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წლის ივნისთან შედარებით დიდუბეში კი ტრანზაქციების შესამჩნევი წლიური კლება დაფიქსირდა.
2025 წლის ივნისში უბნების მიხედვით გაყიდული ბინების რაოდენობა და წლიური ცვლილება
რაც შეეხება ფასს მეორად ბაზარზე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვაკეში და მთაწმინდაზეა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის უბნებს შორის 1 კვ.მ-ის გასაყიდი ფასი მცირედ – 1%-ით მხოლოდ მთაწმინდაზე შემცირდა.
2025 წლის ივნისში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ($/კვ.მ.) და წლიური ცვლილება მეორად ბაზარზე
