დიდი დიღმის მესამე მიკროში დასასვენებელი სივრცე მოეწყო – პროექტზე 555 000 ლარი დაიხარჯა

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე, ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა და ტერიტორია გაფართოვდა.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 2 300 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი და სავარჯიშო სივრცე.
დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდა, 1 200 კვ.მ ფართობზე დაირგო რულონური ბალახი და 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 555 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „ლაგომ“ შეასრულა.
დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

ასევე დაგაინტერესებთ