დიდი ბრიტანეთი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 5.4 მილიონ დოლარს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 5.4 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, ჯენიფერ ჩეპმენმა განაცხადა.
„ღაზაში ძალიან ცოტა ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შედის. დიდი ბრიტანეთი ნათლად აცხადებს, რომ პალესტინელი ხალხის ტანჯვის გახანგრძლივებით უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს“, – განაცხადა ჯენიფერ ჩეპმენმა.
ცნობისთვის, გუშინ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „ისრაელს განახლებული სამხედრო შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდეს“.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ბლოკადის გამო, ისრაელთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა