დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი ს 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
უკრაინაში თავისი მესამე ვიზიტის დროს შაპსს თან ახლდა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ტონი რადაკინი, რომელთან ერთადაც ის უკრაინის პრეზიდენტს სა და თავდაცვის მინისტრს რუსტემ უმეროვს შეხვდა.
“დღეს დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს და უახლესი დრონებისთვის 325 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სრულ პაკეტს გამოყოფს, რათა პუტინის უკანონო შემოჭრასთან ბრძოლაში დაეხმაროს. ინვესტიციები, რომელთა ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 ათასზე მეტი დრონი იქნება მიწოდებული, შესაძლებლობას მოგვცემს დიდი ბრიტანეთის წამყვანი მსოფლიო თავდაცვითი მრეწველობები გამოვიყენოთ 2024 წლის განმავლობაში უკრაინისთვის ახალი წამყვანი დრონების გადასაცემად,” – განაცხადა შაპსმა.
მის მიერ გამოცხადებული თახნა – 325 მილიონი გირვანქა სტერლინგი – 125 მილიონით აღემატება აქამდე, იანვრის შუა რიცხვებში, დასახელებულ რიცხვს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს