დიდი ბრიტანეთი უკრაინას წელს 100 000 დრონს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი ამ წელს რეკორდულ თანხას, 350 მილიონ ფუნტ სტერლინგს დახარჯავს უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გასაზრდელად. 2024 წელს ეს რიცხვი 10 000 იყო, ხოლო 2025 წელს, 100 000 იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დრონებს ეფექტურად იყენებენ, ამიტომ ბრიტანეთმა ინვესტიციები გააორმაგა.

თავდაცვის სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხების საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებისთვის დამატებით 247 მილიონ ფუნტ სტერლინგის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს.

წყარო