დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები გამოდიან ღაზაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდებით

21 ივლისს 20-ზე მეტი სახელმწიფო გამოვიდა მოთხოვნით დაუყოვნებლივ შეწყდეს ომი ღაზაში და ს ხელისუფლების კრიტიკით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მოდელის გამო – მას შემდეგ, რაც ათობით პალესტინელი იქნა მოკლული საკვების დარიგების პუნქტების სიახლოვეს.
“ჩვენ, ქვემოთ ჩამოთვლილი ხელმომწერები, გავერთიანდით მარტივი, სასწრაფო მესიჯით: ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს” – წერენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ავსტრალია, კანადა, და სხვა ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ საკვების ძიებისას 800-ზე მეტი პალესტინელია მოკლული. ეს სახელმწიფოები გმობენ “დახმარების წვეთ-წვეთად გავრცელებას და სამოქალაქო პირების არაჰუმანურ ხოცვას”.
მოკლულთა უმრავლესობა იმყოფებოდა ღაზის ჰუმანიტარული ფონდის (GHF) პუნქტებთან ახლოს – ორგანიზაციის, რომლის ამუშავებასაც -მა და ისრაელმა დაუჭირეს მხარი ღაზაში დახმარების დარიგებისთვის. უწინ ამ ფუნქციას ასრულებდა გაეროს ხელმძღვანელობით მოქმედი ქსელი.
“დახმარების დარიგების ისრაელის ხელისუფლების მოდელი არის სახიფათო, აძლიერებს დესტაბილიზაციას და ღაზის მოსახლეობას ართმევს ადამიანურ ღირსებას” – ამბობენ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში.
ღაზაში ომის და ისრაელის მხრიდან დახმარების დარიგების მოდელის დასრულებისკენ მოწოდების ავტორებს შორის არიან ისრაელისა და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი სახელმწიფოს, აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები.
ღაზის ჰუმანიტარული ფონდი (GHF) აშშ-ის უსაფრთხოების და ლოგისტიკის კერძო კომპანიებს იყენებს ღაზაში დახმარების შესატანად, დიდწილად გაეროს მიერ მართული სისტემის გვერდის ავლით. ისრაელი აცხადებს, რომ გაეროს სისტემით სარგებელს ნახულობდნენ ჰამასის ხელმძღვანელობით მოქმედი ექსტრემისტები. ჰამასი ამ ბრალდებას უარყოფს.
გაერომ GHF-ის მიერ ამუშავებულ მოდელს უწოდა საფრთხის შემცველი და გამოაცხადა, რომ ის არღვევს ჰუმანიტარული მიუკერძოებლობის წესებს – რასაც თავად GHF უარყოფს.