დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია მოუწოდებს ირანს, ისრაელზე სამხედრო თავდასხმის მუქარა შეწყვიტოს

მოვუწოდებთ ირანს, ისრაელზე სამხედრო თავდასხმის მუქარა შეწყვიტოს, – ამის შესახებ -ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განვიხილეთ. დაძაბულობის დეესკალაციისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოვხატეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლების შესახებ -ის, ეგვიპტისა და კატარის მოწოდებას მხარს უჭერენ.
„ირანის აგრესიისგან და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფების თავდასხმებისგან ს დასაცავად მხარდაჭერა გამოვხატეთ. მოვუწოდეთ ირანს, ისრაელზე სამხედრო თავდასხმის მუქარა შეწყვიტოს და მსგავსი თავდასხმის შემთხვევაში რეგიონული უსაფრთოხებისთვის სერიოზული შედეგები განვიხილეთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს