დიდი ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს ს “ჩრდილოვანი ფლოტის” 100 ტანკერს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პარასკევს ს “ჩრდილოვანი ფლოტის” 100-მდე ტანკერს სანქციების სიაში დაამატებს.
მთავრობის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ტანკერები რუსეთის ნავთობის ექსპორტის “ჩრდილოვანი ფლოტის” ბირთვს წარმოადგენენ და 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი გადაზიდეს.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე დააწესა სანქციები რუსული ნავთობის გადამზიდავი რამდენიმე ათეული ტანკერის წინააღმდეგ.
პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ერთობლივი საექსპედიციო ძალების (JEF) წარმომადგენლების სამიტზე, რომელიც 10 ქვეყანას აერთიანებს: ს, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, ნიდერლანდს, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოს.
“რუსეთის მხრიდან ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შეუფასებლობა შეუძლებელია, ამიტომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთაა”, რათა პუტინის ჩრდილოვანი ფლოტი ჩავარდეს და მისი სამხედრო მანქანა ვერ იღებდეს ნავთობიდან შემოსავალს და “ჩვენი წყალქვეშა ინფრასტრუქტურა დავიცვათ“, – ციტირებს მთავრობის პრესსამსახური სტარმერის სიტყვებს.
ერთობლივი საექსპედიციო ძალების მონაწილე ქვეყნების ლიდერები პარასკევს ოსლოში ხვდებიან ერთმანეთს, რათა სხვა საკითხებთან ერთად, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი განიხილონ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა – მორალის კითხვა ამ ხალხისგან ნამდვილად არ გვეკუთვნის

შალვა პაპუაშვილი – ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო