დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უკრაინულ ფონდს გადასცეს

დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უკრაინულ ფონდს გადასცეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა.
„შემიძლია გამოვაცხადო, რომ ლიცენზიას გავცემთ „ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის გადაცემაზე, რომელიც გაყინულია 2022 წლიდან.
აბრამოვიჩისადმი ჩემი მესიჯი ასეთია: დრო მიდის, პატივი ეცით ვალდებულებებს, რომლებიც აიღეთ და ახლა გადაიხადეთ. თუ არ გადაიხდით, მზად ვართ სასამართლოს მივმართოთ, რათა ყოველი პენი ერგოს მათ, ვისი ცხოვრებაც პუტინის უკანონო ომით იქნა განადგურებული“, – განაცხადა სტარმერმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }