დიდი ბრიტანეთი მზადაა, რუსული აქტივებიდან უკრაინას 8 მილიარდი ფუნტი გამოუყოს

დიდი ბრიტანეთი აპირებს შეუერთდეს ევროკავშირის გეგმას, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით, გაყინული რუსული აქტივებიდან 8 მილიარდი ფუნტის გამოყოფას ითვალისწინებს, – იტყობინება ხუთშაბათს გაზეთი The Times.
თანხის გამოყენების წესი განიხილეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში 3 დეკემბერს, თუმცა ზუსტი მექანიზმი, თუ როგორ მოხდება ეს, ჯერ არ არის განსაზღვრული.
„ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული გეგმა ამ რუსული სუვერენული აქტივების გამოსაყენებლად, რათა შევძლოთ არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერა მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ სთვის ძლიერი გზავნილის გაგზავნაც“, – ციტირებს გამოცემა „Times“-ს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის, განცხადებას.