დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ხარჯებს მასშტაბურად ზრდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 2027 წლისთვის ლონდონი თავდაცვის ბიუჯეტს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-მდე გაზრდის. ეს დიდი ბრიტანეთისთვის თავდაცვის ხარჯების ყველაზე მასშტაბური ზრდაა ცივი ომის დასრულების შემდეგ.
კირ სტარმერმა სპეციალური ბრიფინგის დროს მწვავედ გააკრიტიკა ს პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინს ტირანი უწოდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის.
„ჩვენი ისტორიიდან ყველაზე დიდი გაკვეთილია – ისეთი ტირანი, როგორიც არის , მხოლოდ ძალაზე რეაგირებენ. ამრიგად დღეს მე გამოვაცხადე თავდაცვის ხარჯების ყველაზე მასშტაბური ზრდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ თავდაცვისთვის დავხარჯოთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%. იმ სერიოზული საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებსაც ვაწყდებით, ამ მიზანს 2027 წლისთვის მივაღწევთ. ეს თავდაცვის ბიუჯეტს 13.4 მილიარდი ფუნტით გაზრდის“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
მსგავსი განცხადებები კირ სტარმერს აქამდეც გაუკეთებია, თუმცა პრემიერ-მინისტრი ზუსტ თარიღს არ ასახელებდა.
ბრიფინგის დროს კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის და რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს როგორც ბრიტანეთის წყლებში, ისე საჰაერო სივრცეში. სწორედ ამიტომ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს თითქმის 14 მილიარდი ფუნტით გაზრდის.
„რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ჩვენს წყლებში, საჰაერო სივრცესა და ქუჩებში. მათ კიბერშეტევა განახორციელეს ჩვენს სისტემებზე. ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით, რადგან თუ არ მივაღწევთ გრძელვადიან მშვიდობას, მაშინ ეკონომიკური არასტაბილურობა ჩვენს უსაფრთხოებასაც დაემუქრება“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მას აქვს ამბიცია, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის 3%-მდეც გაიზარდოს, თუმცა ეს 2035 წლისთვის თუ იქნება შესაძლებელი.
„ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობის გათვალისწინებით, აგრეთვე, გვაქვს ამბიცია, რომ თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 3%-მდე გაიზარდოს. ცხადია, ეს ყველაფერი უსაფრთხოების სურვილითაა განპირობებული, თუმცა ასევე მაქვს იმედი, რომ ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ამ ინვესტიციით ბრიტანეთის ინდუსტრია აღვადგინოთ“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
კირ სტარმერი გამოეხმაურა -ის პრეზიდენტის, ს, განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ ეთანხმება ტრამპის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ თავდაცვის ხარჯების კუთხით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.
„პრეზიდენტი ტრამპი ფიქრობს, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ და მე ვეთანხმები. მეტში მე ვგულისხმობ მეტ შესაძლებლობებს, მეტ კოორდინაციას, მეტ ხარჯს თავდაცვაზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი კონფლიქტებიდან. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შესაძლებლობებსა და კოორდინაციას ეხება“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი 27 თებერვალს ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან.
euronewsgeorgia