დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს

რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის ოლქებსა და ყირიმში, არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს. ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილია“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, -მა და გაერო-ს 60-მდე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. „არჩევნები“ მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულნი არიან, ს ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, „არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ფსევდოარჩევნებში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ