დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ არის

პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჯერ მზად არ არის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მას [] ჯერ კიდევ აქვს მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები. უკრაინის ბრძოლა, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და -ის მხარდაჭერით, მართლაც ჩინებულია. ვფიქრობ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები გაგრძელდება. საკითხავია, რამდენად სერიოზულად არის ამ მოლაპარაკებების მიმართ განწყობილი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხის სიმამაცით აღფრთოვანებულია.
„მათი სიმტკიცე, მათი შეუპოვრობა და თავგანწირვა შთამბეჭდავია. ის ფაქტი, რომ მაშინაც კი, თუ მათ მთელი მსოფლიო მიატოვებდა, ისინი პარტიზანულ ომს მაინც გააგრძელებდნენ, ნამდვილად შთამაგონებელია“, – აღნიშნა დევიდ ლემიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან – განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად და გვსურს, ამაში ჩაერთოს ფართო წრეები, მთელი ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა