დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს კიევს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს კიევს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, კიევში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი, 100 წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.
„უსაფრთხოების საკითხებში კავშირების გაღრმავებისა და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გასაძლიერებლად დიდი ბრიტანეთი და 100-წლიან პარტნიორობის შესახებ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ხელშეკრულება საზღვაო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო თანამშრომლობას განამტკიცებს, რათა ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების გაძლიერება და მიმდინარე რუსული აგრესია შეჩერება მოხდეს“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ეს კიევში კირ სტარმერის პირველი ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)