დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დახვდა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კიევში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 100 – წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.
„პუტინის სურვილი, უკრაინა უახლოესი პარტნიორებისთვის დაეშორებინა, საოცარი სტრატეგიული მარცხი გამოდგა. ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე და ეს პარტნიორობა ჩვენს მეგობრობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, – განაცხადა კირ სტარმერმა კიევში ვიზიტამდე.
