დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, უკრაინას რუსეთის უკანონო თავდასხმებისგან თავდაცვის აშკარა უფლება აქვს

გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, უკრაინას რუსეთის უკანონო თავდასხმებისგან თავდაცვის აშკარა უფლება აქვს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
„უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ყოველთვის თავდაცვითი მიზნით არის. იგი პროპორციული, კოორდინირებული და სწრაფია, თავად რუსეთის ქმედებებზე პასუხს წარმოადგენს და საერთაშორისო სამართალს შეესაბამება. გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, უკრაინას რუსეთის უკანონო თავდასხმებისგან თავდაცვის აშკარა უფლება აქვს“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა არ დაადასტურა, უკრაინას ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნება დართო თუ არა.
ცნობისთვის, გუშინ, დასავლურმა გამოცემებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ უკრაინამ დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემული Storm Shadow-ს რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს დაარტყა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას