დიდი ბრიტანეთის პრემიერი – ს ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილავენ თუ არა ისინი უკრაინისთვის გადაცემულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, რაც ს ტერიტორიაზე დარტყმების საშუალებას მისცემს.
„ჩვენ ს მხარს ვუჭერთ, მას იარაღს ვაწვდით და მხარს ვუჭერთ. ახალი ან განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება არ მომხდარა. აშკარა მიზეზების გამო, იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ტაქტიკური საკითხების განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებები არ მიღებულა“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია ევროპაში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მხარდამჭერად რჩება და ამ მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის