დიდი ბრიტანეთის პოლიცია მატარებელში მომხდარ დანით თავდასხმას ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილავს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია მატარებელში მომხდარ დანით თავდასხმას ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცერზე, ჯონ ლავლესზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცრის, ჯონ ლავლესის ცნობით, კემბრიჯშირში, მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული 10 ადამიანიდან, ორის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„თავდაპირველად, გამოძიება კონტრტერორისტულ სამსახურთან ერთად მიმდინაროებდა. თუმცა, ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტერორისტული ინციდენტია“, – აღნიშნა ლავლესმა პრესკონფერენციაზე.
ასევე, ლავლესის განცხადებით, პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა, 32 წლის შავკანიანი ბრიტანეთის მოქალაქე და 36 წლის კარიბული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე.