დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს აშშ-ის უფლებას, რომ თავდასხმებს უპასუხოს,- ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი ავრცელებს.
„დიდი ბრიტანეთი და აშშ მტკიცე მოკავშირეები არიან. ჩვენ მათ ოპერაციებზე კომენტარს არ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ თავდასხმებს უპასუხონ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
„ჩვენ მთელ რეგიონში ირანის დესტაბილიზაციის მცდელობას დიდი ხანია ვგმობთ, მათ შორის მის მიერ რიგი მებრძოლი დაჯგუფებებისთვის გაწეულ პოლიტიკურ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
