დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მერე ჩარლზ მესამე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე მოხარული ვართ, გამოგიგზავნოთ ჩვენი მხურვალე მილოცვა. მოუთმენლად ველოდები ჩვენს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. ჩემი და ჩემი მეუღლისთვის სასიხარულოა, მომავალი წლისთვის ქართველ ხალხს ჩვენი საუკეთესო სურვილები გადავცეთ”, – ნათქვამია მისალოც ტექსტში, რომელსაც ავრცელებს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.
107 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ევროკავშირის ელჩმა მ.
მან დღეს, 26 მაისს საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ აქვთ საფუძველი იამაყონ, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეს და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუბო აღნიშნავს, რომ ოცდაათ წელზე მეტია მეგობრობა და პარტნიორობა შენდებოდა დემოკრატიის საერთო ფასეულობების, სუვერენიტეტის და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საფუძველზე:
ასევე ნახეთ -ის სახელმწიფო მდივანმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორს ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
ს იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.
70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.
Quiz – 26 მაისი
დაიწყე ვიქტორინა
ფორუმი