დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ უკრაინას ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით მიმართა. განცხადება დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალურ X ანგარიშზე გამოქვეყნდა.
„ახლოვდება თქვენს საყვარელ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი. ეს არის დიდი ტანჯვის დრო უკრაინასა და მსოფლიოში მრავალი ოჯახისთვის – მე და ჩემი მეუღლე კვლავაც ვგლოვობთ და ვლოცულობთ თქვენთვის. მე მუდამ მაოცებს უკრაინელი ხალხის მიერ გამოვლენილი სიმამაცე, გამბედაობა და გამძლეობა“ | ნათქვამია განცხადებაში.




