დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს 2 ნოემბერს აირჩევს
დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს 2 ნოემბერს აირჩევს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომელმაც გადადგომის შესახებ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ გამოაცხადა, 2 ნოემბრამდე „კონსერვატორების“ ლიდერის მოვალეობას შეასრულებს.
კონკურსის ფარგლებში პარტია ოთხ კანდიდატს გამოავლენს, რომლებიც ყრილობაზე თავიანთ ხედვებს წარადგენენ, ხოლო საბოლოოდ, „კონსერვატიული პარტიის“ წევრები არჩევანს ორ მთავარ კანდიდატს შორის გააკეთებენ.
ipn.ge
