დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ზელენსკის: თქვენ გყავთ უძლიერესი მეგობარი დიდი ბრიტანეთის სახით

დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი უკრაინაში ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ომის მიმდინარეობისას აღმოჩენილი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით უკრაინელი სამხედროები ს იცავენ როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე და ამაში დიდი როლი აქვს შორი მოქმედების იარაღს.

ჯონ ჰილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„თქვენ გყავთ უძლიერესი მეგობარი დიდი ბრიტანეთის სახით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?