დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება

დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება. ამის შესახებ განცხადება სტარმერმა მედიისთვის გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ბრიტანეთის მთავრობის ახალი მეთაურის თქმით, მან უკვე გამართა მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რა დროსაც, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხიც განიხილებოდა.
სტარმერის თქმით, მომავალ კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ის დიდი ბრიტანეთის მხრიდან ნატო-ს მხარდაჭერას დააფიქსირებს.
მანამდე კი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ედინბურგში ჩავა, სადაც შოტლანდიის მთავრობის ხელმძღვანელებს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე