დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო – მიმდინარე მოვლენებზე

“დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო.. ვისაც სასახლის (კუბოს)სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას… ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ რომ ეს სასახლე, შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია” – ასე ეხმიანება მომღერალი და კომპოზიტორი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ჩასასვენებლის დაწვის ფაქტს.
“არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება როგორც არ უნდა გძულდეთ
მე მჯერა, რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ
მშვიდობა ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას
პარტიების მოყვარულ საქართველოს საყურადღებოდ მინდა დამავატო…
ნუ მოუწოდებთ ნურავის აზრის დაფიქსირებას იმიტომ, რომ შეიძლება თქვენი, რომელიმეს მოსაწონი ვერ დაწეროს. საბედნიეროდ არსებობენ თავისუფალი აზროვნების ადამიანები, რომლებით მხოლოდ სხვისი შვილისკენ არ იშვერენ ხელს..თავის შვილის შეცდომებსაც ოხრად ხედავენ.
მიყვარხართ ისეთები როგორები ხართ, მრწამსის მიხედვით არ განვიკითხავ ადამიანებს, თუ ბოღმა დაგრჩათ ვინმესი შეგიძლიათ ჩემზე ამოანთხიოთ მადლია ამ მძიმე მარხვაში”– წერს ნატო გელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით