“დიდი ბედნიერებაა, როცა მეუღლე ასე გიდგას გვერდში” – მომღერალ დათუნა მგელაძის ოჯახური ბედნიერება და სიახლეები ცხოვრებაში – Marao
„მეგობრებო, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, უდიდესი სიხარულით გიზიარებთ ჩემი ახალი სიმღერისა და ვიდეოკლიპის პრემიერას. ამ ნამუშევარში დიდი შრომა და გულია ჩადებული. ახლა კი ის თქვენია!” – ყველასთვის საყვარელი მომრერალი, დათუნა მგელაძე მსმენელს ამ ტექსტითა და ახალი სიმრერით, „მე მოვალ შენთან“ დაუბრონდა. დათუნას ახალმა ნამუშევარმა დიდი მოწონება და არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა.
დათუნა მგელაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო. დათუნა არაერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ სწორედ მუსიკა დაეხმარა მას ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის დაძლევაში. როგორც ცნობილია, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობამდე, ის ავარიაში მოყვა და ორი წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული.
ტელეეკრანზე პირველად გამოჩენისთანავე დათუნამ უამრავი ადამიანის გული მოიგო, ჰყავდა გულშემატკივრების დიდი არმია და, გასაკვირი არ არის, რომ მათ შორის ბევრი გოგო იყო. მიუხედავად ამისა, მომღერალი საკუთარ პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. სულ ცოტა ხნის წინ მან რჩეულზე, ჟურნალისტ ნინო ფუტკარაძეზე იქორწინა. დათუნას თქმით, ნინო მეგობრების გარემოცვაში გაიცნო, გრძნობები სიყვარულში კი მალევე გადაიზარდა. კითხვაზე, თუ რით მოხიბლა ნინიმ, დათუნას პასუხი იყო გარეგნობა და თვალები. “თუმცა ურთიერთობისა და დაახლოების ყოველ ეტაპზე სულ უფრო საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩენები იყო”, – ამბობს მომღერალი.
ნინოს თქმით კი, დათუნა განსაკუთრებული, ძალიან ერთგული და სუფთა ადამიანია. თუმცა, სანამ მის თვისებებს გაიცნობდა, მისი ყურადღება მომავალი ქმრის თვალებმა მიიქცია.
“ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი მის ერთგულებაში. დავრწმუნდი იმაშიც, რომ ძალიან ვუყვარვარ. ზოგადად, დათუნას პიროვნებაში იმდენად ბევრია დადებითი, რომ შეუძლებელი.
წყვილს ცოტა ხნის წინ პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ვტო დაარქვეს. ახლა ვატო დათუნასა და ნინოს ცხოვრების მთავარი გმირია. შვილისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ დათუნა მგელაძემ „რადიო ფორტუნასთან“ ისაუბრა:
· “ჩემი შვილის, ვატატოს პირველი ნაბიჯები, პირველად დაძახებული „მამა“… ამ ბედნიერებას ვერაფრით ჩაატევ სიტყვებში” – დათუნა მგელაძის ოჯახური იდილია
“გვყავს პატარა ვატო, რომელიც მალე გახდება 3 წლის. ის არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერება. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველაფერში ვიყო ჩართული, თუმცა რა თქმა უნდა, დედის როლი შეუცვლელია.
ნინო, პირველ რიგში, ჩემი საუკეთესო მეგობარია. დიდი ბედნიერებაა, როცა მეუღლე ასე გიდგას გვერდში. რაც შეეხება რთულ პერიოდებს, როდესაც ნამდვილი სიყვარულია და ადამიანები უგებენ ერთმანეთს, თვალდახუჭული ენდობიან, იქ პრობლემები უმნიშვნელო ხდება”, – თქვა დათუნა მგელაძემ „რადიო ფორტუნასთან“.
