დიდი ალბათობით, როდრი ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

22 სექტემბერს, პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი, მანჩესტერ სიტისა და ლონდონის არსენალს შორის გაიმართა. Მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ,,მეთოფეებს” გამათანარებელი გოლი, დამატებულ წუთებზე, მანჩესტერ სიტის ინგლისელმა მცველმა, ჯონ სტოუნსმა გაუტანა.
შეხვედრის 21-ე წუთზე “ქალაქელების” ესპანელმა საყრდენმა როდრიმ ტრავმა მიიღო და ესპანელი მატეო კოვაჩიჩმა შეცვალა. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, ესპანელი ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, როდრიმ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.
როდრი “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში 2019 წლიდან ირიცხება, მის ანგარიშზე 172 მატჩში 22 გატანილი გოლია.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა