დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში “ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ეყოლება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, დღეს “ნაპოლიში” სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება.
“პარტენოპეი” მოქმედ დამრიგებელ ვალტერ მაცარის გაათავისუფლებს და ს ნაკრების ამჟამინდელ თავკაც 55 წლის ფრანჩესკო კალცონას დანიშნავს.
ის სხვადასხვა გუნდში მაურიციო სარის თანაშემწე იყო, ლუჩანო სპალეტის პერიოდში “ნაპოლიში” ტექნიკის განვითარების მწვრთნელად მუშაობდა, 2022 წლის 30 აგვისტოს კი სლოვაკეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დართო მას ნება, რომ ივნისამდე ორივე სამსახური შეთავსებით ჰქონდეს.
კალცონა უკვე ნეაპოლშია, დღეს “პარტენოპეის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, ბოლო დეტალებს მოაგვარებს და
წესით, შეთანხმებას წინ ვეღაფერი დაუდგება.
აღსანიშნავია, რომ მის სამწვრთნელო შტაბში იქნება “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკიც.