დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატის თქმით რუსთაველის გამზირზე ხელოვნურად შექმნილი ძალადობა აგრესიისა და კრიმინალისთვის ნიადაგს ქმნის ეს კი არც ქვეყნის და არც ხელისუფლების ინტერესში არ შედის. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის გმობს ნებისმიერ ძალადობას.
„ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და განსაკუთრებით ისეთს, რაც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ ჟურნალისტზე ვანდალური თავდასხმის სახით. ამის გამკეთებელი არ არის მხოლოდ კრიმინალი. დიდი ალბათობით მას ჰქონდა მიზანი, რომ მომხდარიყო ზოგადი ვითარების დამძიმება, ესკალაცია და სასპეკულაციოდ დამატებითი ნეგატიური მუხტის შემოტანა.
დღეს, რუსთაველის პროსპექტზე ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის აგრესიისთვის და კრიმინალისთვის. ეს არ შედის არც ქვეყნის და არც მმართველი გუნდის ინტერესებში. ამ დანაშაულში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილენი არიან ქუჩის აურზაურის ორგანიზატორებიც და მისი წამქეზებლებიც,“- წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში