“დიდია შანსი, რომ ნაციონალური მოძრაობა აიკრძალოს და ვადამდელი გამოცხადდეს”– გიორგი მელაძე

დავფიქრდეთ, რით გაერთობა ეშმაკი და ჩვენ პოლიტიკურ პროცესში აუცილებლად ვნახავთ იმ თამაშს. . . . მე მგონი, დიდია შანსი, რომ ნაციონალური მოძრაობა აიკრძალოს და ვადამდელი გამოცხადდეს. ახლა კითხვა: რა უნდა ქნას ოპოზიციურმა ამომრჩეველმა? . . . 1. მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში – ასე ის გაიყვანს ახალ მთავრობას და მას მოსთხოვს ახალ რეფორმებს; 2. დაიკიდოს არჩევნები – ასე მისი კიდევ უფრო მეტად მარგინალიზება მოხდება საერთაშორისო არენაზე, პროცესი გაიწელება, გახდება მეტად მტკივნეული მისი აქტიური ნაწილისთვის; 3. ნაციონალური მოძრაობა გადანაწილდეს ოპოზიციურ პარტიებში, რომელსაც ისედაც არ ჰყავთ აქტიური წევრები და შეიქმნას ჰიბრიდი . . . მოკლედ, დიდი ამბავი უნდა მოხარშოს საქართველოს დემოკრატიულმა ამომრჩეველმა, თუ სახელმწიფოს საბოლოოდ კარტელიზაციის თავიდან არიდება უნდა. საქართველოს პოლიტიკოსების უდიდეს ნაწილს დემოკრატიის არ სჯერა. პოლიტიკოსების უდიდეს ნაწილს დემოკრატია არ უნდა. . . . უნდა ვაიძულოთ მიიღონ დემოკრატიული პროექტი! . . . პროცესი უნდა გაცდეს რამდენიმე ოჯახის ინტერესს და ისტერიულ მსჯელობას! #პროტესტისგეგმა