დიდთოვლობის გამო ქუთაისში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 მარტამდე ჩერდება

დიდთოვლობის გამო ქუთაისში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 მარტამდე ჩერდება – ინფორმაციას ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
„ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება გაცნობებთ, რომ 27 და 28 თებერვალს რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი შეწყდება. სააღმზრდელო პროცესი განახლდება 4 მარტიდან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.