დიდთოვლობის გამო რამდენიმე შტატში საგანგებო ვითარება გამოცხადდა

6 იანვარს, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის შუა ნაწილში და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დიდი თოვლი მოვიდა. ეს წელს ზამთრის პირველი შტორმია, რომლის გამოც ვაშინგტონში ფედერალური სამსახურები და საჯარო სკოლები დაიხურა.
დილის 8 საათისთვის შეერთებული შტატების დედაქალაქში თოვლის სიმაღლე 12.7 სანტიმეტრს აღწევდა. მიმდებარე მერილენდისა და ვირჯინიის შტატებში კი ზოგან 20 სანტიმეტრსაც აჭარბებდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ თოვლს ელოდებიან, საღამოს საათებში კი ნალექი შემცირდება. ბევრ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის – კანზასის, კენტუკის, არკანზასის, დასავლეთ ვირჯინიის, ვირჯინიისა და მერილენდის შტატებში.
მოსახლეობას ურჩევენ, საგანგებო საჭიროების გარდა, სხვა შემთხვევაში ტრასებზე გასვლას მოერიდონ. ვარაუდობენ, რომ თოვლი ზოგან გაყინულ წვიმად გადაიქცევა და გზები მოიყინება.
აეროპორტებში 1 600-ზე მეტი რეისი გააუქმდა. ბოსტონსა და ვაშინგტონს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც შეჩერებულია. ამ დროისთვის 330 000-ზე მეტი ოჯახი თუ ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. პროგნოზის მიხედვით, ცივი ტემპერატურა ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებში სულ ცოტა, ერთი კვირა შენარჩუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ეს ბიჭი ჩემი და ყველასი ჩვენი ძმაკაცი ლევან ჯობავაა… ყველასი ჩვენი, იმიტომ რომ პატივია ჯობას ძმაკაცობა! იმიტომ რომ სამართლიანი კაცია, იმიტომ რომ ადამიანი უყვარს, იმიტომ რომ სამშობლო უყვარს და თანაც საქმით…

საგამოძიებო სამსახური – გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის კუთვნილი კომპანიების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები