დიდთოვლობის გამო მიუნხენის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა

ძლიერი თოვლის გამო მიუნხენის აეროპორტმა ფრენები შუადღემდე შეაჩერა.
გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, შაბათისთვის დაგეგმილი 760 რეისიდან დაახლოებით 320 გაუქმდა.
Mittlerweile beträgt die Schneehöhe in #München beachtliche 31cm! Der Bus- und Trambahmverkehr wurde mittlerweile komplett eingestellt. Aus Niederbayern berichten Teamkollegen von Stromausfällen und vielen umgestürzten Bäumen #Schnee pic.twitter.com/V8ymMa1AGS— Unwetter-Freaks (@unwetterfreaks) December 1, 2023
გერმანელი სინოპტიკოსების პროგნოზით, ხანგრძლივი თოვლი შაბათს შუადღის ჩათვლით ბავარიის დიდ ნაწილზე გავრცელდება. ამასთან, მოსალოდნელია 30-40 სანტიმეტრის თოვლი.
დიდთოვლობის გამო გერმანიაში შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.