დიდთოვლობის გამო გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკის საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები

დიდთოვლობის გამო გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკის საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკა ნალექის დაწყების დღიდან მზადყოფნაშია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ოზურგეთისა და ლანჩხუთის გარკვეულ უბნებს, რაც შეეხება ჩოხატაურს პრობლემურ მონაკვეთებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია.
დაზიანებულ უბნებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ ,,ენერგო პრო ჯორჯიასა“ და ,,სოკარ გაზის“ ტექნიკური ჯგუფები. სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი ჩერდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში 2 დღით, საბავშვო ბაღებში 3 დღით; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება 3 დღით, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდება 1 დღით.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას