დიდთოვლობის გამო გურიაში მატარებლების რამდენიმე რეისი გაუქმდა – საქართველოს რკინიგზა

გურიაში მატარებლების რამდენიმე რეისი გაუქმდა. მიზეზი დიდთოვლობაა. საქართველოს რკინიგზის განმარტებითღ, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
“ძვირფასო მგზავრებო!საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
23 თებერვალი – ქუთაისი--ქუთაისის საღამოს რეისი;
25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი;
25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;
25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი;
26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;
26 თებერვალი – რიონი- ქუთაისი-რიონი;
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდება,” – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.
ასევე ამინდობის და დიდი თოვლის გამო, უქმდება შემდეგი რეისები:
24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;
24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი- ბათუმი;
24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;
24 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
“შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ,” – განმარტავს “საქართველოს რკინიგზა”.