დიდთოვლობის გამო გურიაში, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, გურიაში, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა.
კონკრეტულად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-დან 53-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ჩხაკაურა-ბახმარო). მოძრაობა აკრძალულია ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-13-დან 33-ე კილომეტრამდე მონაკვეთზეც.
მოძრაობა თავისუფალია ჩოხატაურიდან სოფელ ჩხაკაურამდე. ასევე, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის პირველ 12 კილომეტრზე.