ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო:
· ბათუმი (ანგისა)–ახალციხის გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი–უტყისუბანი);
· ქუთაისი (მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი);
· საჩხერე (სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზა;
· კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი);
· ჟინვალი–ბარისახო–შატილის გზის კმ53-კმ106 (კორშა–შატილი);
· ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთის გზა;
· ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის გზის კმ185-კმ190 (უშგული–ლასდილი).
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შემდეგ მონაკვეთებზე:
· საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი–ბორითი);
· მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის კმ93-კმ107 (გუდაური (ფოსტა)–კობი);
· ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის კმ10-კმ104;
· შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის კმ1-კმ106;
· ახალქალაქი–კარწახის და ახალციხე–ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე;
· კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის გზის კმ110-კმ146;
· ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის გზის კმ30-კმ70 (ჯვარი–ხაიში).
მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის (ორი და მეტი წამყვანი ხიდით):
· გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის კმ1-კმ106;
· ალპანა–ცაგერის გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი);
· ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზის კმ42-კმ125 და კმ89-კმ125;
· ბათუმი (ანგისა)–ახალციხის გზის კმ50-კმ103.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული
· ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის გზის კმ71-კმ184 (ხაიში–უშგული) მონაკვეთზე.




