დიდებული მამარდაშვილი – “ვალენსიამ” “ბარსელონასთან” ფრეს მიაღწია [VIDEO]

ლა ლიგის მე-17 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუზავდა – 1:1.
მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და იარემჩუკის დარტყმული ბურთი მეკარე პენიამ მოიგერია. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და ლევანდოვსკის გატანა ორჯერ მამარდაშვილმა არ დაანება. თამაში ლამაზი სანახავი იყო, უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ და შესვენების შემდეგ ფელიქსმა დააწინაურა. მერე გიორგიმ რაფინიას არ გაატანინა, ცოტა ხანში კი გილიამონმა ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე რაფინია მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და ქართველმა თავისი გუნდი ისევ გადაარჩინა.
„ვალენსია“ 20 ქულით მეათე ადგილზეა და 19 დეკემბერს გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.
ვალენსია – ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ფელიქსი (55), 1:1 გილიამონი (70)