“დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება” – დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დრიკუს დუ პლესიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კომენტარი ილია თოფურიაზე გააკეთა. მისი თქმით, “ელ მატადორი” დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება.
“მე და ილიამ ერთმანეთი სადებიუტო ორთაბრძოლისას გავიცანით, ჩვენ გასახდელიც საერთო გვქონდა და კარიერაც მსგავსი გზით განვითარდა, ახლა ორივე ჩემპიონები ვართ. თოფურიას უდიდეს პატივს ვცემ და ამჟამად UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, თუ საუკეთესო არა. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ”, – განაცხადა დუ პლესმა.
ცნობისთვის, დუ პლესი საჩემპიონო ქამრის დაცვას 17 აგვისტოს, ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ ეცდება.
“ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც დან არის” – ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
“ეს საქმეს მიმარტივებს” – თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
“ეს ჩემი მიზანია” – თოფურია MMA-დან კრივში გადაინაცვლებს?
“თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ” – დეინა უაითი
“მინდა თოფურიაზე შური ვიძიო” – მაქს ჰოლოუეი