„დიდება უკრაინას, სიკვდილი მკვლელ პუტინს“ – რა ხდებოდა რუსეთის სასამართლოში

საბჭოთა დისიდენტს, ალექსანდრ სკობოვს, რომელიც რუსეთში ტერორიზმის გამართლების ბრალდებით დააკავეს, პეტერბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„დიდება ს, სიკვდილი მკვლელ პუტინს“ – დაიყვირა სკობოვმა დღეს სასამართლოში.
ალექსანდრ სკობოვი 2 აპრილს მისივე მეგობრის, უფლებადამცველ იულია რიბაკოვის სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება “ტერორიზმის გამართლება”.
სკობოვი საბჭოთა კავშირში, ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით იყო დაკავებული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. გამოდიოდა ჩეჩნეთში მიმდინარე ომისა და პუტინის წინააღმდეგ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი საზოგადოებას მოუწოდებდა დახმარებოდნენ უკრაინის არმიას. 2024 წლის მარტში ს იუსტიციის სამინისტრომ სკობოვი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ