“დიდება რუსეთს” – “ცრვენა ზვეზდას” ფანებმა არენა რუსული დროშებით ააჭრელეს და აუტსაიდერთან დამარცხდნენ [VIDEO]

ევროლიგის მორიგ ტურში “ცრვენა ზვეზდამ” “ჟალგირისს” უმასპინძლა და 80:86 დამარცხდა.
სერბები ლიეტუველ მეტოქეს რუსული სიმღერებითა და ბანერებით დახვდნენ, “ცრვენა ზვეზდას” ფანები სკანდირებდნენ – “დიდება რუსეთს”.
აღნიშნულის შემდეგ საკალათბურთო კლუბმა “ზენიტმა” “ცრვენა ზვეზდას” სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ჟალგირისის” ერთ-ერთი ლიდერი სილვეინ ფრანცისკო გახდა, ფრანგმა კალათბურთელმა 32:41 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.
შეგახსენებთ, ევროლიგის სატურნირო ცხრილში “ცრვენა ზვეზდა” 16 მოგებითა და 11 მარცხით მე-6 ადგილს იკავებს.
“ჟალგირისი” 13 წაგებითა და 14 გამარჯვებით მე-13
ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში