„დიდება გმირებს“ – გაიმართა მსვლელობა გმირთა მოედნიდან პარლამენტის შენობამდე

დემონსტრანტები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ვარაზის ხევის, მელიქიშვილის ქუჩის, კოსტავასა და რუსთაველის გამზირების გავლით კი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
მსვლელობის დროს ისმოდა შეძახილები „ბოლომდე“, „ანწუხელიძე უკვდავია“, „ძირს ს დამპალი იმპერია“, „დიდება დამოუკიდებელ საქართველოს“, „დიდება გმირებს“. მსვლელობაში მონაწილეობდნენ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრებიც.
პარლამენტის შენობასთან მისვლის დროს გაისმა საქართველოს ჰიმნი.
დღეს, 7 აგვისტოს 17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის – სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% – აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და .
„ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები – კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან