დიდგორობის დღესასწაული სპორტულ-კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდგორობის დღესასწაული სპორტულ-კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.
სოფელ დიდგორში ტრადიციულ დოღსა და თავისუფალ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა. გამარჯვებულებს საბურთალოს გამგებელმა, გიზო ვასაძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ სხვადასხვა სახის პრიზები და საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებაზე შესრულდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა – ხრიდოლი. ასევე, გაიმართა კონცერტი, სადაც მსმენელის წინაშე ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებლები წარდგნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…