დიბს-ში გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი დაიწყო. კურსი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და გენერალური ინსპექციის უფროსმა დავით ლომიძემ გახსნეს.
კურსის გახსნას დაესწრნენ და სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორმა, პოლკოვნიკმა მუსტაფა აშკინმა და საქართველოში ამერიკის სამხედრო ჯგუფის უფროსის მოადგილემ, მაიორმა რიჩარდ გარსიამ. კურსის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას მათ თავდაცვის სამინისტროს გამართულად ფუნქციონირებაში გენერალური ინსპექციის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ერთკვირიანი კურსი  მიზნად ისახავს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებას, კანონით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების ეფექტიანად შესასრულებლად. კურსის მომხსენებლები თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან. გამოცდილების გაზიარების მიზნით, სწავლების პროცესში მონაწილეობას იღებს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი. ასევე, დისტანციური ჩართვები განხორციელდება -ის არმიის გენერალური ინსპექტორის სკოლიდან და -ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექტორის ოფისიდან. ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაზე, მოლაპარაკებების სტრატეგიებსა და დეესკალაციის უნარებზე პროფესორი ზურაბ მხეიძე მოხსენებას წარმოადგენს.
გენერალური ინსპექციის პერსონალის მეორე კურსი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის თანამშრომლობით ტარდება. სწავლების სრულ კურსს გადის გენერალური ინსპექციის 15 თანამშრომელი, რომლებიც პროგრამის დასასრულს შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ